ლუდის ისტორია

ლუდის ისტორია 2019-01-12T21:00:15+00:00

პაულანერი გერმანული ლუდსახარშია, ის მე17 საუკუნეში მინიმის ორდენის მიუნხენელმა ბერებმა დააარსეს, ლუდის სახელი პაულანერი კი მინიმის ორდენის დაამარსებელი ბერის წმინდა ფრანცის პაულელიდან წარმოსდგება, როემლიც იტალისს ქალაქ პაულიდან იყო. ლუდის ლოგოზეც სწორედ ეს ბერია გამოსახული. თავდაპირვლად ბერები ლუდს მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის ხარშავდნენ, შემდგომ კი ლუდი სახალხო დღესასწაულებზე იყიდებოდა, რამაც პაულანერს, როგორც ლუდს დიდი წარმატება მოუტანა. დღესდღეობით ლუდი პაულანერი გერმანიის საუკეთესო ლუდების ტოპ ათეულში შედის და დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. პაულანერის ლუდსახარში ქარხანა 16 სახეობის ლუდს აწარმოებს, მათ შორისაა тёмное, крепкое, пщеничное, октоберфестовское, безалкогольное и другие.  პაულანერის ლუდებს მუდმივად წამყვანი ადგილები უჭირავთ გერმანიის ისეთ სახალხო დღესასწაულზე როგორიცაა “ოქტობერფესტი” “Oktoberfest”(გერმ.)  ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დღესასწაული და მსოფლიოს უდიდესი გამოფენაა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბარის გახსნა ოქტომბერში სწორედ ამ დღესასწაულის 200 წლის თავს დაემთხვა.

ლეფე ბელგიური ლუდია, იგი უმსხვილეს ბელგიურ ლუდსახარშს ეკუთვნის, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პროდუქციის ფართო დისტრიბუციას ეწევა. ლუდსახარში ლეფეს 8 სახეობას აწარმოებს, ჩვენი ბარი გთავაზობთ leffe blonde-s. გაფილტრული ლუდის ელეგანტური და გამაცოცხლებელი გემო ხილის მსუბუქი არომატით მეგობრულ შეკრებებსა თუ ოჯახური პიკნიკებზე ხალისითა და ენერგიით აგავსებთ. უფრო მეტი იხილეთ ლეფეს ოფიციალურ ვებ-საიტზე  www.leffe.com